გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. “23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...
ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს, 20:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და სენაკის მერიის მხარდაჭერით, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა ფოტოზონები, თემატური დეკორაციები, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალური ქორეოგრაფიული ანსამბლი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი და ჯგუფი ,,რერო" მიიღებენ.
26 მაისის ღონისძიებების პროგრამა სენაკში
26 მაისის აღსანიშნავად, სენაკის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 08:00 -17:00 საათი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 10:00 საათი - სპორტული აქტივობები: ჭადრაკი, ტაეკვონდო, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, კალათბურთი; 12:00 - 14:00 საათი - სკოლების კუთხეები; გამოფენები; სხვადასხვა თემატური და მუსიკალური აქტივობები;...
სენაკში “აფხაზეთობა 2026”-ის ფარგლებში სპექტაკლი “ზღვის თეატრი” გაიმართა
„აფხაზეთობა 2026“ -ის კვირეულის ფარგლებში, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ გაიმართა. აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილობაში მყოფ თეატრზე, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობს გადარჩენას და ქართული თეატრალური სივრცის ღირსეულ ნაწილად დამკვიდრებას. ისინი...
სენაკში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა სენაკის, ზუგდიდისა და ზესტაფონის ქალაქებში, ასევე ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე – ჩხოუში, მუნჩია, წყალწითელა, გუბისწყალი, შავწყალა, ტეხურა, ძირულა...
19-21 მაისს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 19-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. “ქ. თბილისში 19 და 21 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 20 მაისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...
სენაკის XIII მუსიკალური ფესტივალი იწყება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის XIII მუსიკალური ფესტივალი იწყება. იხილეთ ფესტივალის პროგრამა: 15 მაისი. 18:00 - საპატრიარქოს სამრევლო სკოლის გოგონათა გუნდის კონცერტი - სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი. 16 და 18 მაისი. 19:00 - საგუნდო დირიჟორის, ქეთევან მანელიშვილისა და პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის მასტერკლასი - ხელოვნების ცენტრის სამუსიკო...
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია იწყება
2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს, 09:00 საათზე იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. “ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი...
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ივნისიდან მართვის პრაქტიკული გამოცდის წესში ცვლილებები ამოქმედდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები არაგეგმური პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდება, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქალაქეები მხოლოდ გეგმური გამოცდით ისარგებლებენ. როგორც სააგენტოს გავრფცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ცვლილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ...









