საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა...
სენაკში ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და სამსახურის სპეციალისტებთან - გვანცა მალანიასთან და ლატავრა თოდუასთან ერთად, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მერთან შეხვედრისას არაერთი ინიციატივა გააჟღერეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერის სათათბირო ორგანომ - ახალგაზრდულმა საბჭომ...
სენაკში 100%-იანი გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს, ასევე, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა. მუნიციპალიტეტის მერმა, ახალგაზრდებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს,...
სენაკის თეატრი 143-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 143 - ე სეზონი იხსნება. "დღეს შედგა დასის კრება, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ და თეატრის დირექტორმა ირაკლი ადამიამ წარადგინეს სამომავლო შემოქმედებითი გეგმა. მოემზადეთ საპრემიერო სპექტაკლებისთვის და საინტერესო თეატრალური სეზონისთვის."-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის გზის 76-86 კმ-ზე, სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სენაკში, ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 76-86 კმ-ზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდბოგირების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას. პროექტის ღირებულება 12 687 614 ლარს შეადგენს.
სენაკმა უმასპინძლა მურმან ჯინორიას
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართა საღამო - შეხვედრა მონატრებულ ქალაქთან და მსმენელთან. სენაკმა უმასპინძლა თავის ღირსეულ შვილს, ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, მურმან ჯინორიას. საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ...
სენაკში “მუსიკალური საღამო” გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „მუსიკალური საღამოების" ფარგლებში ღონისძიებებს დღეს სენაკმა უმასპინძლა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, საბავშვო ატრაქციები, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამო კი სოფო ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიამ მამისმედიშვილის, ბენდ ,,ნიუტონის" კონცერტით დასრულდა. შოუს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა
2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სენაკს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის "განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ცენტრალური პარკი მოეწყო რუსთაველის ქუჩაზე, ცენტრალური სკვერი - ჭავჭავაძის ქუჩაზე. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი,...
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს სენაკელი ახალგაზრდებიც შეურთდნენ
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, წელს 2400 ახალგაზრდას 10 ნაკადად მიიღებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანაკში მყოფი 15 სენაკელი ახალგაზრდა, თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ინტერაქციულ-საგანმანათლებლო და მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სპორტულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა ტურნირში. სენაკელ...