მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე...
ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ცესკო მიმართავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს დროულად გაიარონ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და...
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სენაკში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 277-281, 5 კმ-იან მონაკვეთზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდბოგირების, საფეხმავლო ბილიკების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო. მასშტაბური პროექტის ღირებულება...
საქალაქო სასამართოლომ სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ცესკო-ს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, არჩევნები პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს და რის ბათილად ცნობასაც საია ითხოვდა. ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლის, კახა ნარეკლიშვილის განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ შეუწყვეტა უფლებამოსილება, ლეგიტიმური საკრებულოა და შესაბამისად ცესკო-მაც კანონით დადგენილი...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...
ნათია მეზვრიშვილი-სენაკში ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით
სენაკში ცესკო-მ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხუთ თვეში დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით. „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ მხრიდან...
საია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. "საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. #საია მიიჩნევს,...
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა....
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
შინდისის გმირების დღეს, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებმა, სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ხსოვნას და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შინდისის ბრძოლას გადარჩენილმა დეკანოზმა იოსებმა აგვისტოს ტრაგედიის...
სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...