პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება

პ​ირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა....

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

შინდისის გმირების დღეს, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებმა, სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ხსოვნას და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შინდისის ბრძოლას გადარჩენილმა დეკანოზმა იოსებმა აგვისტოს ტრაგედიის...

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

2008 წლის აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე, როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ,...

სენაკში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკში ე.წ. სამხედრო ქალაქში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემა მოეწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდება. დევნილთა დასახლებაში არსებული შიდა გზები ამორტიზებული იყო...

ზუგდიდში, “თანაზიარს” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ეწვევა

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

სენაკში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში, რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნა. საღამოს, რომელიც ფესტივალის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ გახსნა და ფესტივალის ღონისძიებების მენეჯერი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის მთავარი დირიჟორი, შიო...

აგვისტოში სამი დღის განმავლობაში მატარებლები არ იმოძრავებენ

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...

სენაკში ანსამბლ “შალვას” საიუბილეო კონცერტი გაიმართა

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ისრაელის ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შალვას“ 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ - სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ეფრემაშვილი - მოცეკვავეები, ქართველი და ებრაელი შემსრულებლები. საღამო მიჰყავდა გიორგი წერეთელს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის გადაწყვეტილებით, ისრაელში,...

სენაკში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არიან დაკავებული 1983 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური...