დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4477 პირი და გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. გუშინ, საქართველოში 20 068 ტესტი ჩატარდა.
ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის დაბეგვრის ახალი მექანიზმი ამოქმედდება
ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახდების დასაბეგრი ბაზა გაიზარდება 65-70 პროცენტით, მეორე საკითხი ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში...
საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 5 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 157 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 61 პაციენტი. ქვეყანაში ჩატარდა 53 440 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 899, „პისიარ“-ტესტით 23 541. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური-7,59%, ბოლო 14 დღის -9,01%, ბოლო 7 დღის-9,03%. სულ...
სენაკის მერმა პირველი მოადგილე წარადგინა
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია მერიის სამსახურების, განყოფილებების უფროსებს და თანამშრომლებს შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორებში დაგეგმილ პროექტებს, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას, ახალ ინიციატივებს, სამოქმედო გეგმების განხორციელების კონცეფციებს. ,,დღევანდელ რეალობაში, კორონავირუსის პანდემიით...
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 პირი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...
საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 804ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 826 714 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 768 559 გამოჯანმრთელდა, 11 736 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 122 856 აცრა, დღიურად აცრილია 9 398.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება. ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემთხვევაში,...
კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზრდება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება. “30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
პირველი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნება
1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.- აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.










