სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში- გოლასკურში, ზემო ჭალადიდსა და ხორგიშში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.▫️

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

უწყების ცნობით, აღნიშნული სოფლები სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობდნენ, თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირი იყო დაზიანებები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდებოდა.

პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით შეიცვალა და მოეწყო 20 კილომეტრამდე ახალი ქსელი. ამ დროისთვის დარჩენილია მრიცხველის ჭებისა და კვანძების მოწყობის სამუშაოები. პროექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, შედეგად სამივე სოფლის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.