გარემოს ეროვნული სააგენტო, 21-23 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ...
პატრიარქის დაკრძალვასთან დკავშირებით, 21 და 22 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის, 21 და 22 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას. 21 მარტი - გამგზავრება 09:00 საათი 22 მარტი - გამგზავრება 07:00 საათი გასვლის ადგილი: ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა, თეატრის მიმდებარე ტერიტორია....
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ინფორმაციას ავრცელებს. “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით,...
პატრიარქს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, სიონში დაკრძალვა თავად პატრიარქის სურვილი იყო.
სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი განცხადებას ავრცელებს
ქ.სენაკი. 18 მარტი, 2026წ. სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის (ს/ნ 239860842) გამგეობის განცხადება წევრთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ. ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, როგორც სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის (ს/ნ 239860842) ამჟამად მოქმედი გამგეობის წევრები, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სენაკის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის (ს/ნ 239860842) წესდების შესაბამისად, ვიწვევთ სენაკის რაიონული სამომხმარებლო...
დავით ვერავამ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ვერავას განცხადებით, შეხვედრის ეს ფორმატი ყოველკვირეულ სახეს მიიღებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს კოორდინაცია თვითმმართველობებთან, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მყისიერ ჩართულობას....
ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს მოათავსეს, ილია მეორე კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
18-19 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
17 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა...
სენაკში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩატარდება
18-19 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის გაიმართება უფასო სამედიცინო სკრინინგი. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურებები: • ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის; • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის; • მსხვილი...
14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. “ქ. თბილისში დროგამოშვებით...









