სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2024-ის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო და 22 მარტს დასრულდება. "პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო...
სენაკის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლის საერთო კრებები მიმდინარეობს, სადაც განსახორციელებელ პროექტებს მოსახლეოვბა თავად ირჩევს, არჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი მერია განახორციელებს. სენაკის მუნიციპალიტერის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოსახლეობას დეტალურად გააცნო თავისი მერობის პერიოდში, გეჯეთის, მეორე ნოსირისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ზოგადად,...
სენაკის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც განხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიმდინარე წელსაც განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, დღეს, მოსახლეობასთან საერთო კრებები, ზემო ჭალადიდის, თეკლათის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა. პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია,...
გარდაიცვალა გიორგი კალანდარიშვილი
98 წლის ასაკში გარდაიცვალა სენაკის საპატიო მოქალაქე, ღვაწლმოსილი ექიმი, გიორგი (გოგი) კალანდარიშვილი.
სენაკის საბავშვო და ბაგა-ბაღებში, აქტივობა “სტუმარი – მკითხველის სტატუსით” მიმდინარეობს
სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღებში, აქტივობა - ,,სტუმარი - მკითხველის სტატუსით" მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საყვარელ ზღაპრებს აღსაზრდელებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკითხავენ. პროექტი თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.
განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს. უწყების ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. „საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები....
სენაკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, მიმდინარე წლის თებერვალში, 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. “სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, სამართალდამრღვევმა, დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ...
სენაკში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
ქვეყნის მასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება....
ქართულ-თურქული კლინიკა “ოკსიჯენი” სენაკში
პირველად კავკასიის რეგიონში, მედიცინის ყველა დარგი და მიმართულება ერთ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელ მომავალზე. “ქართულ თურქული კლინიკა “ოკსიჯენი” ეს არის კლინიკა, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, ვისაც ჩვენი გუნდის გვერდში დგომა ესაჭიროება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ტურიზმის ჰაბია რეგიონში. კლინიკის პრინციპია, უზრუნველყოს საერთაშორისო დონის ჯანდაცვა ყველასათვის. კლინიკის ინფრასტრუქტურა ყველაზე...
სენაკში სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა გრძელდება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიცირებული პროექტი - სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა გრძელდება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე, დედ-მამით ობოლი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სწავლის საფასურის 50% - 1125 ლარის ოდენობით. სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 20 000...










