გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი,...
სენაკელი სპორტსმენების წარმატება
მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართულ კრივის 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების მოკრივემ, ალექსი გუნიამ - ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ჯონი ხაბურზანია კი - ბრიჯაოს პრიზიორი გახდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტსმენებს, სენაკის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავასთან ერთად, შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე...
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ტყებუჩავა აირჩიეს
2025 წლის 30 ოქტომბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. მერვე მოწვევის საკრებულო 33 წევრისაგან შედგება, მათ შორის 18 მაჟორიტარი და 15 პროპორციული წესით არჩეული წევრია. აქედან 32 მანდატი პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ეკუთვნის, ხოლო 1 პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“. სხდომას საკრებულოს 32 წევრი ესწრებოდა. დღევანდელი საკრებულოს სხდომა გახსნა...
სენაკის მერი უფლებამოსილების შესრულებას მეორე ვადით შეუდგა
დღეიდან, 29 ოქტომბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალმა მერებმა მუშაობა დაიწყეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია უფლებამოსილების შესრულებას მეორე ვადით აგრძელებს. ინფორმაციისთვის: საქართველოში, 4 ოქტომბერს, ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ...
სენაკში აფხაზური ენის დღე აღნიშნეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებულ გაკვეთილს დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც ისინი აფხაზური ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით აკეთებენ. „დღეს...
29 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
მერია – სენაკში 52 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ეტაპზეა
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 52 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ეტაპზეა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ეწყობა საგზაო ინფასტრუქტურა, გარე განათების ახალი სისტემები, სკვერები, ატრაქციონები, ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება სტადიონებს, სანიაღვრე სისტემებს.
ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე; ასევე შესაძლებლობა ექნებათ...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ თევზჭერის აკრძალული საშუალებები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი...
ახალგაზრდული თეატრის დასმა სპექტაკლი ,,ხანუმა” ითამაშა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სპექტაკლ ,,ხანუმას” პრემიერას დაესწრნენ. რეჟისორ ვეფხვია გორგოძის სპექტაკლი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის დასმა ,,ფიროსმანი” ითამაშა.










