ლოცვა თავის ოთახში უყვარდა „ლოცვანის“ კითხვით. ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“, სკვნილის ჩაგდებით, ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე გაიდებდა დიდ, საგანაგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს; გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, იტყოდა ხოლმე მახლობლებთან საუბარში".-წერს მემატიანე მამა ალექსი შუშანიაზე. ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე შუშანია)...
“ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია”…
„გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია. ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის. ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს“, — ეს სიტყვები არნოლდ ჩიქობავას ეკუთვნის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული...
გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე მოსაუბრეები
მუზეუმში დაცულია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. დაფუძნების თარიღი: 1959 წელი. საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 2000-მდე ექსპონატი. მათ შორისაა: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სანაყები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, ნეოლითის პერიოდის სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის...
აიადან ნოქალაქევამდე
ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით. ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ავტორი წერს: " ნაქალაქარი განლაგებულია მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად...
შხეფის ციხე – დადიანების “ჯიხა-ოხორ”
ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს სახელთანაა დაკავშირებული შხეფის ციხის ისტორია. მემატიანე ამბობს, რომ შხეფი ამ სამეფოს დაცვის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო. მედია წერს: "ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ...
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგა
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
პირველი მარტიდან მუზეუმები და ბიბლიოთეკები იხსნება
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.
კომენდანტის საათი ისევ ძალაშია
ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს
საქართველოს პარლამენტმა, ახალი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა დაამტკიცა.