საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:  ბოლო 14 დღის – 6.85 %, ბოლო შვიდი დღის – 6.46 %.

სულ ჩატარდა 1 715 073 აცრა, დღიურად აცრილია 12 778.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 92, შიდა ქართლი – 72, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 250, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.