კლინიკა “სენამედში” კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანნტინე სივრცეში იმყოფება 28 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 186 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 ადამიანი.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ პაციენტი.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი.

ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 ადამიანი.

აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა 24 პაციენტი.

სენაკი “ლაზიკა მედი” 103 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85 პირი.

მარტვილის “ევექსის” კლინიკა 15 პაციენტი.

წალენჯიხის “ევექსის” კლინიკა 25 პაციენტი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 231 მოქალაქე.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. რუხის კლინიკაში კოვიდს ემსხვერპლა ზუგდიდის მცხოვრები, 74 წლის ქალი. კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა სენაკელი 57 წლის მამაკაცი.