რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსით სენაკის მცხოვრები გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 139 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 32 მოქალაქე.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 37 კოვიდ პაციენტი.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი.

ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 35 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 25 პაციენტი.

სენაკი “ლაზიკა მედი” 91 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 74 ადამიანი.

მარტვილის “ევექსის” კლინიკა 15 პაციენტი.

წალენჯიხის “ევექსის” კლინიკა 14 პაციენტი.

ამავე ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსს სამი პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან აფხაზეთის სოხუმის მცხოვრები, 56 წლის ქალი, ზუგდიდის მკვიდრი 78 წლის ქალი და სენაკის მცხოვრები 67 წლის მამაკაცი.