მთავრობა მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამას იწყებს

საქართველოს მთავრობა მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამას იწყებს. დეტალურად, თხილის ახალი პროგრამის შესახებ, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, ხობში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის...

სენაკში კამპანიის “არა ფემიციდს” ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება

2 ნოემბერს, 15:00 საათზე, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეის საკონფერენციო დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის რაიონული პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, კამპანიის - არა - ფემიციდს! ფარგლებში, შეხვედრას გამართავს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულის პრევენციაა. საქართველოს...

მთავრობა მეთხილე ფერმერებს დახმარებას სთავაზობს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაირიცხება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის....

დეპუტატი ირაკლი ხახუბია  გარდაცვლილი იპოვეს

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ნახეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ლევან უჩანეიშვილი აირჩიეს

სენაკის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილედ არჩეულ იქნა ლევან უჩანეიშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად: ზაზა ნაჭყებია და ელისო ცაგურია. სხდომაზე ასევე არჩეული იქნა საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები: სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ - ირაკლი კალანდარიშვილი;საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - ბადრი კალანდარიშვილი; სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის...

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ საბა ოდიშარია აირჩიეს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი საბა ოდიშარია გახდა, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა. დღესვე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, კომიტეტებს და კომისიის წევრებს. 

“აგროტურში” სენაკელმა მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა

22 და 23 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, პროექტ „აგროტურის“ ფარგლებში, მეოთხე აგროტური კახეთის რეგიონში მოეწყო. პროექტის - „დამწყები მეფუტკრეს“ ბენეფიციარებმა, სენაკელმა მეწარმეებმა და ფერმერებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე ფესტივალში - ,,ღვინის დღეები საქართველოში“ მიიღეს მონაწილეობა. აგროტურის მონაწილეებმა, გურჯანიის ცენტრალურ...

ბორნისკენ მისასვლელი, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო

სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბორნისკენ მისასვლელი, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვალონი-ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში,...

სენაკში ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარე გარდაიცვალა

სენაკში, კლინიკა ,,სენამედში " 40 წლამდე მშობიარე გარდაიცვალა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მესხიაუნში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე.  დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...