სენაკელი მოჭიდავეების წარმატება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელი, სენაკელი ფალავანი, გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია. ქალაქის გამორჩეულმა სპორტსმენმა, სენაკელმა ფალავანმა, ლუკა ოჩიგავამ კი - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.