სენაკელ კალათბურთელებს სიგელები და სპორტული ეკიპირება გადაეცათ

დღეს, სამეგრელო ზემო სვანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბექა ბექაიამ და ფედერაციის წარმომადგენლებმა, სენაკის სასპორტო გაერთიანების კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელ-მასწავლებლებსა და კალათბურთელებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს, სიგელები და სპორტული ეკიპირება გადასცეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის სპორტის ისტორიაში, პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდმა მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული და...