სენაკისა და ფოთის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი – „მეფე ლირი თავშესაფარში“ – წარმოადგინეს

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სენაკის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის "მეფე ლირი თავშესაფარში“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლში მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული...

ლალი გოგია: “გოგალაის“ შექმნით, მუსიკაზე შეყვარებული ადამიანები შემოვიკრიბე

“სენაკელების” სტუმარი, სენაკის ფოლკლორულ ინსტრუმენტული ანსამბლის “გოგალაი” ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი გოგია ამბობს, რომ სიმღერა და მასწავლებლობა მისთვის მთელი ცხოვრებაა. -ქალბატონო ლალი, ორიოდ სიტვით თქვენს შესახებ… -აფხაზეთიდან, ტყვარჩელიდან ვარ. სოხუმში დავამთავრე გიტარისა და ხალხური საკრავების ფაკულტეტი (წარჩინებით). ცნობილი საომარი მოქმედებების გამო, 1992 წელს მოგვიწია აფხაზეთის დატოვება და სენაკში გადმოსვლა (მამა სენაკიდანაა)....

დღეს, სენაკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

ამ წუთებში, სენაკის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოწყობილია სცენა და საახალწლო სოფელი. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, 12:00 საათიდან, საახალწლო სოფელში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა - ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საახალწლო ღონისძიებები, დღეს, პირველ საათზე დაიწყება. გაიმართება კონცერტი - სენაკის, ფოთის და აბაშის მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიული და ფოლკლორული...

სენაკის მერმა 27 საბავშვო და ბაგა-ბაღის 1022 აღსაზრდელს, საახალწლოდ საჩუქრები გადასცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო და ბაგა-ბაღის 1022 აღსაზრდელს, საახალწლოდ საჩუქრები გადასცა. სკოლამდელი აღზრდის სექტორში მიმდინარე ტრადიციული საახალწლო კვირეული დასრულდა.

სენაკის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, პირველად, ქალაქის თითქმის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საბავშვო სივრცე, გაიმართა ანიმატორების შოუ და ჯგუფ ,,გუფი ლენდის" კონცერტი. მსურველებს შეეძლოთ გლინტვეინის დაგემოვნება და GIF ფოტოების გადაღება. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის...

სენაკში “ერისიონი” მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით ,,ქართული საგანძური” წარდგა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ნოქალაქევის ციხე-გოჯში, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი” მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით ,,ქართული საგანძური" წარდგა. საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...

სენაკში საახალწლო ღონისძიებები 13 იანვარს გაიმართება

საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში, საახალწლო ღონისძიებები 13 იანვარს, 17:00 საათზე ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება. • 17:00-21:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი • 17:00 –...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. უწყების ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა. “სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან გიორგი...

განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...