სენაკის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, პირველად, ქალაქის თითქმის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საბავშვო სივრცე, გაიმართა ანიმატორების შოუ და ჯგუფ ,,გუფი ლენდის” კონცერტი.

მსურველებს შეეძლოთ გლინტვეინის დაგემოვნება და GIF ფოტოების გადაღება.

ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა.