სენაკში “ერისიონი” მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით ,,ქართული საგანძური” წარდგა

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ნოქალაქევის ციხე-გოჯში, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი” მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით ,,ქართული საგანძური” წარდგა.

საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.