საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს თურქეთში მყოფი მოქალაქეებისთვის

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას...

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს-მერია

სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გრძელდება ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება მრავალბინიანი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, მთავრობის...

სენაკში 3-დან 6 თებერვლის ჩათვლით,10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამუშაოებთან დაკავშირებით, სენაკში, 3-დან 6 თებერვლის ჩათვლით,10:00-დან 18:00 საათამდე, „ენერგო-პრო ჯორჯიას’’ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე - „კოლხიდა 1“- ზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მშვიდობის, ცერცვაძის, კოსტავას, გამსახურდიას, სამტრედიის, ფიროსმანის, ნაფეტვარიძისა და მიმდებარე ქუჩებზე; ასევე,...

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის, რუსლან საჯაიას მიერ, წარმოდგენილ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: პროექტის - „ვიზრუნოთ ჩვენს უფროს თაობაზე“ ფარგლებში,...