მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

რევოლუცია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში – Focal One და Exact Vu ტექნოლოგიების უპირატესობები MMT ჰოსპიტალში

ზუგდიდიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დიაგნოსტირება. პროსტატის კიბო მამაკაცებში კანის კიბოს შემდეგ ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ონკოლოგიური დაავადებაა და იგი მამაკაცებში ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვალების წამყვანი მიზეზია. სამწუხაროდ, 7-დან 1 მამაკაცს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაესმევა. ამჟამად, ადრეული გამოვლენა და სკრინინგი ერთადერთი საშუალებაა პროსტატის მეტასტაზური კიბოს და ამ დაავადებასთან...

სენაკსა და ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების გარბენი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად.

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცესკო-ს ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“). შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტისშუალედური არჩევნებისთვის...

რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...

სენაკში “ქუჩის მუსიკოსების’’ კონცერტი გაიმართება

4 მაისს, 19:900 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, ,,ქუჩის მუსიკოსების’’ კონცერტი - ,,ქუჩის მუსიკოსები და მეგობრები" გაიმართება. პოპულარული კომპოზიციებით, იუმორისტული ნომრებით, თქვენს წინაშე წარდგებიან ჯგუფ ,,ქუჩის მუსიკოსებისა’’ და ,,იუმორინას’’ საყოველთაოდ ცნობილი სახეები: გია ბაღაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, გია დავითიანი, ნინაკა გელაშვილი, მერაბ სამყურაშვილი, გიორგი ღაღაშვილი,...

გაზეთი “კოლხეთი” იუბილარია

გაზეთ "კოლხეთის" საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, გაზეთ "კოლხეთის’’ მთავარ რედაქტორს, ნინო სართანიას, ცენტრის დირექტორის მოადგილეს, გაზეთის რედაქტორს, მედეა ბაღათურიას, კორესპონდენტებს: მაია გერგაიას, მარიკა მიქაბერიძეს, ბუღალტერს, რედაქციის დიდი ოჯახის უხუცეს წევრს, ჟულიეტა ჩაჩიბაიას შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა რედაქციის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს,...

სენაკის სამხედრო ბაზას პროექტ “ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზას საგანმანათლებლო პროექტში „სამხედრო საქმე“ ჩართული სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ღია კარის დღეები პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში...

ერთლწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...

ცესკო: 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს

12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. "რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა...