რევოლუცია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში – Focal One და Exact Vu ტექნოლოგიების უპირატესობები MMT ჰოსპიტალში

  • ზუგდიდიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დიაგნოსტირება.

პროსტატის კიბო მამაკაცებში კანის კიბოს შემდეგ ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ონკოლოგიური დაავადებაა და იგი მამაკაცებში ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვალების წამყვანი მიზეზია. სამწუხაროდ, 7-დან 1 მამაკაცს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაესმევა. ამჟამად, ადრეული გამოვლენა და სკრინინგი ერთადერთი საშუალებაა პროსტატის მეტასტაზური კიბოს და ამ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილის რისკის თავიდან ასაცილებლად.

პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ დაფუძნებული უროლოგიური ცენტრი – MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიებს, რომელთაც არ გააჩნიათ ანალოგი მეზობელ ქვეყნებში, ხოლო ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში ხელმისაწვდომია მხოლოდ წამყვან კლინიკებში. 

პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი

პროსტატის კიბო საწყის სტადიებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამისად, წარმატებული მკურნალობისთვის, აუცილებელია, ადრეული გამოვლენა. მსოფლიოში მოწინავე, პროსტატის კიბოს სკრინინგის უახლესი ტექნოლოგია – 29MHz მიკრო-ექოსკოპიური აპარატი “Exact Vu” MMT ჰოსპიტალმა ჯერ კიდევ 2020 წელს დანერგა.

ExactVu არის ინოვაციური აპარატი, რომელიც მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით იღებს პროსტატის ჯირკვლის დეტალურ გამოსახულებას. ის თითქმის 100%-იანი სიზუსტით აღმოაჩენს მცირე სიმსივნეებსაც კი და ეფექტურად განასხვავებს მათ არასიმსივნური ქსოვილისაგან. ტრადიციულ ექოსკოპიასთან შედარებით, მას 300%-ით გაუმჯობესებული გამოსახულება აქვს, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასთან შედარებით კი ბევრად  ხელმისაწვდომია, პატიენტები შედეგს იღებენ იმავე დღეს, დასაშვებია მეტალის იმპლანტების მქონე პაციენტებისთვისაც, არ იწვევს კლაუსტროფობიას და არ ახლავს ისეთი გართულებები, როგორებიცაა ალერგიული რეაქციები, თირკმელების პრობლემები და სხვა. 

რეკომენდებულია, რომ 50 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა პროსტატის კიბოს სკრინინგი ჩაიტარონ წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან მამაკაცები, რომლებსაც აქვთ პროსტატის კიბოს ოჯახური ისტორია, შესაბამისად მათ სკრინინგი 45 წლის ასაკიდან უნდა დაიწყონ.

Focal One რუთი – ინოვაციური, არაინვაზიური მკურნალობის მეთოდი

კიბოს მკურნალობის ტრადიციული მეთოდები (რადიაციული თერაპია, რადიკალური პროსტატექტომია) ტრამვული და საზიანოა მამაკაცის ცხოვრების ხარისხისთვის. რადიაციულმა თერაპიამ, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაშიც კი, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ერექციული დისფუნქცია, შარდის შეუკავებლობა, რადიაციული ცისტიტი და პროქტიტი. რადიკალური პროსტატექტომია, იქნება ეს რობოტული, ლაპაროსკოპიული თუ ღია მეთოდებით ჩატარებული, ასევე შეიცავს ამ გართულებების რისკს.

საბედნიეროდ, უკვე არსებობს რობოტული ფოკალური თერაპია, ტრადიციული მკურნალობის ეფექტური ალტერნატივა. ის ანადგურებს კიბოს ქსოვილს, ხოლო პროსტატის ჯანსაღი ქსოვილი რჩება სრულიად დაუზიანებელი. 2021 წლიდან, ფოკალური თერაპია შეტანილია გერმანული S3 ონკოლოგიის გაიდლაინებში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ეფექტურობასა და მნიშვნელობას პროსტატის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. 

MMT ჰოსპიტალის უახლესი ტექნოლოგიები და საუკეთესო სერვისები 2022 წლის დეკემბრიდან ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში.

ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 35;

ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. 124;

ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქ. 9;

ქ. თელავი, ალაზნის გამზირი 43.