სენაკსა და ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების გარბენი გაიმართა

  • საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად.