სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, ჩემპიონატზე, სადაც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 410 სპორტსმენი მონაწილეობდა, 14-15 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში, კარატეში, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...
მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს - 102 წლის ვენერა სალაყაია-ბერაიას, 100 წლის ლენა მხეიძეს, 110 წლის ნათელა გოგიას და 102 წლის ბუჟღუ კანკიას ესტუმრნენ, დედის და ქალთა დღესასწაულები...
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....