მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს – 102 წლის ვენერა სალაყაია-ბერაიას, 100 წლის ლენა მხეიძეს, 110 წლის ნათელა გოგიას და 102 წლის ბუჟღუ კანკიას ესტუმრნენ, დედის და ქალთა დღესასწაულები მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს