Blog

ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები ისევ შექმნა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად, ამჯერად, ქალაქში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც. სტიქიის პირველივე წუთებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია. მუნიციპალიტეტის...

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.

მერია: წყალმომარაგების აღდგენისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში, წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, მძიმე და სპეც. ტექნიკა. ,,მილსადენი უკვე აწყობილია. ხვალ დილიდან, ქალაქ სენაკის ნაწილი, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო დარჩენილი ნაწილის უზრუნველსაყოფად, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ დაზიანება...

სენაკში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქ. ფოთსა და ქ. სენაკში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟმში მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე მძიმე და სპეცტექნიკა. უწყების ცნობით, უკვე ჩატარებული სამუშაობის შედეგად, ქალაქ ფოთის...

ძველი სენაკის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ღირებულება მილიონ სამასი ათასი ლარია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, ფუნქციონირებს ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობას განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად აქვს ექიმის კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, კომპიუტერული ოთახი და საბუნებისმეტყველო...

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...

სენაკს  წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...

სენაკში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ინფორმაციისთვის: უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. დაიტბორა...

მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორ ადგილას დაიმეწყრა გზა ზანაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზები, ეზოები დაიტბორა თეკლათში, ჭალადიდში, გეჯეთში, ეკში, მენჯში, ნოქალაქევში. დაზარალდა მოსახლეობა. უწყების ცნობით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. "მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის...