სენაკის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაზე საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო

  • სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2024-ის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო და 22 მარტს დასრულდება.

“პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com

მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს მინიმუმ ორი საპროექტო წინადადება.

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.”-ნათქვამია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.