განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის საკმარისი. “ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2292 პირი. გუშინ, საქართველოში 22 107 ტესტი ჩატარდა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში.
ცესკო-საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით, შეადგინა 17.72%
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით, შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ამავე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 795 პირი, გარდაცვალა 29 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი...
საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის...
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება. “ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც ბანძ სატელიტებს, თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური...
კორონავირუსით სენაკის მცხოვრები გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 122 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 28 ადამიანი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდ პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 35 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი. აბაშის “ევექსის”...
საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 266 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია 10 347.









