საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 960 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 624 688, „პისიარ“ ტესტით – 9 657.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,32%, ბოლო 14 დღის – 8,89%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა – 143, იმერეთი – 777, ქვემო ქართლი – 287, შიდა ქართლი – 306, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299, კახეთი – 669, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 895 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 003 პირი.