სენაკის მერმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცხრა გამორჩეულ სენაკელს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის” სიგელები გადასცა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცხრა გამორჩეულ სენაკელს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის” სიგელები გადასცა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის სათათბირო ორგანოში – მრჩეველთა საბჭოში შესული კორესპონდენციების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატს დარეჯან კოკაიას – მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

წარმატებულ ექიმს მარინე გელანტიას – მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ღვაწლმოსილ ქალბატონს ლირა ჯღარკავას – საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერი, შემოქმედებითი, ხანგრძლივი მოღვაწეობისა და თაობების ღირსეულად აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატს, პროფესორ ნელი ხორავას – ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ენერგოინფორმაციული მედიცინის ექსპერტს, საქართველოში ჰომეოპათიური მკურნალობის ერთ-ერთ დამფუძნებელს თამაზ ფირცხელავას – მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, წარმატებული, გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

სენაკის კოლორიტს, ღირსეულ ქალაქელს, ,,საუკეთესო პოლიციელის“ ტიტულის მფლობელს ზურაბ ჭანტურიას – ხანგრძლივი, წარმატებული, ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

წარმატებულ მშენებელს და ქველმოქმედს იოსებ გადელიას – ნაყოფიერი, გამორჩეული პროფესიული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ღირსეულ სენაკელს გრიგოლ მიქაიას – ნაყოფიერი, წარმატებული მოღვაწეობისა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,სუხიშვილების” ოქროს თაობის მოცეკვავეს მელსი გრიგოლიას – საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.