სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს აღდგენის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტმა ბესიკ წულეისკირმა პირი ამოიკერა. ბესიკ წულეისკირი ძველი საავადმყოფოს შენობის აუქციონზე გატანას აპროტესტებს და ითხოვს, შენობას დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია. სამოქალაქო აქტივისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. თქვა, თუ 24 საათში კომპეტენტური პირი არ დაუკავშირდება და პრობლემით არ დაინტერესდება,...
განათლების სამინისტრო სკოლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. “საქართველოს...
სენაკს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლ გელა გოგიას სამხედრო პატივით კრძალავენ
ამ წუთებში, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლს, გელა გოგიას სენაკში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით კრძალავენ. ინფორმაციისთვის: გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცესკოს, სენაკის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს. ეთიკის კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა დღეს მოაწერეს. დოკუმენტზე ხელისმოწერით კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ობიექტურები....
8 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 8 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 162-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კმ-ზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს ხიდზე ლოთონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 8 სექტემბერს 00:00 სთ-დან 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ...
უკრინაში დაღუპული მებრძოლის ცხედარი სენაკში გადაასვენეს
უკრაინაში დაღუპული გელა გოგიას ცხედარი სენაკში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. მანამდე ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა. მას სამხედრო პატივით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ოცნებამ” კანდიდატი წარადგინა
"ქართულმა ოცნებამ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი - ზაზა ყურაშვილი წარადგინა. "გვსურს წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი...
სენაკის მერი წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტს შეხვდა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წარმატებულ სენაკელ ძიუდოისტ გოგონას, ანანო კინწურაშვილს და მწვრთნელს, უჩა ჯღარკავას შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკელმა სპორტსმენმა, თურქეთში, ქალაქ საკარაიაში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. უწყების ცნობით, სპორტსმენი, ტურნირში გამგზავრების წინ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდა. სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეს, ანანო...
სენაკში “ოფთალმიჯი” უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს
თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. 15 სექტემბერს "ოფთალმიჯი" სენაკში ჩაატარებს უფასო გამოკვლევებს. მისამართი: რუსთაველის 108, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.