ირაკლი ჩიქოვანი მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე

  • ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკში და ხობში, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, ნათლად მიანიშნებს რადიკალური ოპოზიციის და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალის თუ მედიასაშუალების გაკოტრებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

“დარწმუნებულები ვართ და აქ არ არის დიდი კონკურენცია, რომ გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და ის შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას ძალიან მალე, მაგრამ ის რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკში და ხობში, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან და ნებისმიერ სხვა ოლქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მუნიციპალური არჩევნები, ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება არის გაკოტრებული, ისინი ვერანაირ შეთავაზებას ვერ უკეთებენ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს საზოგადოებას. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ არის ის, რომ დასხდნენ სადღაც ოთახებში, დაწერონ კვლევები, ციფრები მოიგონონ და ამით დაიწყონ მანიპულირება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენს საზოგადოებას უწევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება კვლავ გავაგრძელებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ღირსებით ინტეგრაციას ევროკავშირში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.