თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. . პროექტის ფარგლებში, 3 200 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზის საფარი მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 705 950 ლარს შეადგენს.
სენაკში ნესტორ ესებუას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა
ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ლეგენდარული სენაკელი ფალავნის, ნესტორ ესებუას სახელობის ქართულ ჭიდაობის ტურნირი გაიმართა. ტურნირს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა დაესწრნენ. სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული წარმატებული ფალავნები მონაწილეობდნენ და გამარჯვებისთვის ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაში იბრძოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი,...
სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე, სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ბრიგადები, დატბორვის შედეგად დაგროვილი ნატანი მასალისგან დაზიანებულ ლოკაციებს ასუფთავებენ. სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს...
სენაკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
სენაკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, იმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი საზეიმო ღონისძიებები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 108 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებს, მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის...
ნიკოლოზ გრიგოლიას და ლუკა იოსავას წარმატება
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები - ნიკოლოზ გრიგოლია და ლუკა იოსავა, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის პირველი პრემიის მფლობელები და ლაურეატები გახდნენ. სენაკის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაურეატის წოდება და მეორე პრემია მოიპოვა მარიამ გარუჩავამ, ანასტასია ჩარკვიანს და მარიამ კიკვილაშვილს კი - წილად ხვდათ მესამე პრემია და...
ანანო კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სენაკელმა სპორტსმენმა, ანანო კინწურაშვილმა, სამბოს ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მარიამ სიჭინავა სამბოში ევროპის ჩემპიონია
სენაკელი სპორტსმენი, მარიამ სიჭინავა, სამბოში ევროპის ჩემპიონია. მარიამმა, სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 59 კგ. წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, მარიამ სიჭინავა, ასევე გახდა სამბოში საქართველოს ჩემპიონი.
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ...
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა,საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. „თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ,...
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს. „კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე....










