ძველი სენაკის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ღირებულება მილიონ სამასი ათასი ლარია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, ფუნქციონირებს ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობას განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად აქვს ექიმის კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, კომპიუტერული ოთახი და საბუნებისმეტყველო...

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...

სენაკს  წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...

სენაკში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ინფორმაციისთვის: უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. დაიტბორა...

მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორ ადგილას დაიმეწყრა გზა ზანაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზები, ეზოები დაიტბორა თეკლათში, ჭალადიდში, გეჯეთში, ეკში, მენჯში, ნოქალაქევში. დაზარალდა მოსახლეობა. უწყების ცნობით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. "მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის...

სენაკის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სენაკის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით. საბჭოს წევრების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრაცია 34-მა ახალგაზრდამ გაიარა, მათგან, საკონკურსო კომისიის წევრებმა, გასაუბრების შედეგად, 15 კონკურსანტი შეარჩიეს.

გიორგი ქვარცხავა ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

სენაკელი ფალავანი, ორგზის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, გიორგი ქვარცხავა, ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გიორგი ქვარცხავა ბერძნულ-რომაული სტილით 15 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, პირველი სპორტსმენია სენაკიდან, ვისაც წილად ვიცე-ჩემპიონის ტიტული ხვდა.

სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ალექსანდრე ჯანჯღავამ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ორგანიზებით გამართული ანგარიშის პრეზენტაციას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, შესაბამისი სამსახურებისა და სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ხანგრძლივი, წარმატებული, საქმიანობისა და...

სენაკში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის...