დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, სოხუმის მერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრს, გურამ გაბესკირიას, 76 წელი შეუსრულდებოდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად...
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...
1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...
დღეიდან, 29 აპრილის შუალედური რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
დღეიდან, 29 აპრილის შუალედური რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეიდან, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული...
მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომელიც იერსახეს ამახინჯებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. “მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს...
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურები
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას იმისთვის, რომ 29 აპრილს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტბით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების ღიად, გამჭვირვალედ წარმართვა და ჩართული მხარეების ინფორმირება. „შეგახსენებთ, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცესკოსა და...
სენაკში მედიაციის სივრცე გაიხსნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე გაიხსნა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ახალი ოფისი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა...
საქართველოს უნივერსიტეტის ღია კარის დღე სენაკში
ღია კარის დღე და ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სენაკში 22 თებერვალს ჩატარდა. ღონისძიებას სენაკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების 81 უფროსკლასელი და აბიტურიენტი ესწრებოდა. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. მონაწილეებს დაურიგდა საჩუქრები და გათამაშდა სხვადასხვა პრიზები. საქართველოს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში გეგმავს ღია კარის დღეებს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სხვადასხვა ქალაებში.
რუსთაველის თეატრის სცენაზე სენაკის თეატრმა პირველად თავის ისტორიაში სპექტაკლი წარმოადგინა
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე წარმოადგინა ჟან-ბატისტ მოლიერის „ჰარპაგონი“ (კომედია ორ მოქმედებად). სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი პირველად წარდგა რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე სპექტაკლით. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა, მხატვარი -...