სენაკში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში სტიქიის ზონაში გაქმენდითი სამუშაოები ხორციელდება. უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა. წყალმოვარდნების შდეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები...

სენაკში “მომავლის ხმების” კონცერტი გაიმართა

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სალოტბარო სკოლების ფესტივალის ,,მომავლის ხმები" ფარგლებში, კონცერტი გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობა სენაკის, წალენჯიხის, საჩხერეს, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურის, ახალციხის, ფოთისა და ქობულეთის სალოტბარო სკოლების 150-მა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო...

მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

სენაკში ტრენინგი ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება” ჩატარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გაეროს (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის - ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება" ფარგლებში, ტრენინგი მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგს ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, რომლებიც ნარჩენების მართვის გეგმებზე მუშაობენ, ასევე საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები. პროექტის...

სენაკელმა ელგუჯა გვასალიამ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო

ვეტერანი სპორტსმენი, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებული მწვრთნელ-მასწავლებელი, ელგუჯა გვასალია, ათენში გამართული ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ელგუჯა გვასალიას ძიუდოში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში. ვეტერან სპორტსმენს,...

სენაკში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

პირველი ივნისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით ჩატარდა. სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან...

სენაკის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმია საკრებულოს ტოვებს

სენაკის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმია საკრებულოს ტოვებს. მედიის ინფორმაციით, მან საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით დღეს მიმართა.

სენაკში, ვახტანგ მეფის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ სენაკში, ვახტანგ მეფის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ძველი, გაუვალი საფარი, ასფალტის ახალი საფარით იცვლება. უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რეაბილიტაცია ასევე უტარდება წყალმომარაგების სისტემას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 70 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 265 386 ლარს შეადგენს. სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები...

სენაკის ხელოვნების ფესტივალისთვის მოსმენის მორიგი ეტაპი გაიმართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტში, სენაკის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მუსიკალური მიმართულების მოსწავლეთა მოსმენა-დათვალიერების მორიგი ეტაპი გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალი სენაკის მუნიციპალიტეტში, 25 მაისს, გალა-კონცერტზე გაიმართება.

“კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”

პროექტის - "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ილესმა, შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამცავი ნაგებობისა და მდინარე ცივის კალაპოტის...