საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. „სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის...
სენაკში მუზეუმების საერთშორისო დღე აღინიშნა
მუზეუმების საერთაშორისო დღე, რომელიც, ტრადიციულად, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტორულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ციხე-გოჯის ისტორიულ ტერიტორიაზე იმართება, მრავალფეროვანი ღონისძიებებით დასრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრ "ფიროსმანის’’ მსახიობების მონაწილეობით, წარმოდგენილ იქნა ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლ-კომპოზიცია ,,განდეგილი’’. რეჟისორი - ვეფხვია გორგოძე. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყო „ფოტოზონები“, პოეზიის...
სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით...
ლებაღათურიეს უბნის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურიეს უბნის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 82 358 ლარს შეადგენს, მიმდინარე თვეს დასრულდება. უწყების ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტში, პარალელურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროექტები. საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები გრძელდება აგარაკის, თაყაიშვილის, მთის კალთის,...
ზურაბ აზარაშვილი-პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ
პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....
გაიმართა “სენაკი არტ-ფესტი 2022”
"სენაკი არტ-ფესტი 2022", რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და ხელოვნების აკადემიის რექტორის, გამოჩენილი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ორგანიზებით მეცხრედ იმართება, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცნობილი მომღერლის, მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძის კონცერტით გაიხსნა. მომღერალმა, რომელსაც აკომპანირებას მსოფლიო მასშტაბის პიანისტი, დათუნა ალადაშვილი უწევდა, ქართველ და უცხოელ...
სენაკის მერმა არქიმანტრიტ მელქისედეკს იუბილე მიულოცა
14 მაისს, თამარობას, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), 77 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, გიგა წურწუმიასთან ერთად, შუშანიების სავანეს ესტუმრა, მოძღვარს იუბილე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. 42 წელია, ღვაწლის სიმრავლით გამორჩეული ,,მწყემსი კეთილი'' დაუღალავად...
ვასილ ბესელია: “მე სიყვარულის პოეტი ვარ”…
პოეტი ვასილ ბესელია წარმოშობით სენაკიდანაა. დღემდე, მან გამოსცა ლექსების სამი, და ნოველების ერთი წიგნი. არის ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, თამაზ წივწივაძის და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. ბატონი ვასილი გვიმხელს, რომ ის სიყვარულის პოეტია. "მუდმივად შეყვარებულ კაცზე გსმენიათ? - მე ვარ ის კაცი!“- ამბობს პოეტი. ვასილ ბესელია: "-განათლებით ინჟინერ-მექანიკოსი გახლავართ....
დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...
სენაკის მერი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერს, მაიორ დანიელ სეკულას, სერჟანტებს - ერიკ ჩენევარეს და რაიან ლონგს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერს, თამარ რურუას შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტი და სამომავლო ურთიერთობის...