ქალაქური საღამო სენაკში

  • ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ადმინისტრაციული სამსახურების ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქალაქური საღამო გაიმართა.

მონატრებული მსმენელს, სენაკელ ქალბატონებს, დედისა და ქალთა დღესასწაულები ყველა თაობისთვის საყვარელმა ანსამბლმა ,,შვიდკაცამ” და ტელეწამყვანმა, ზურა ბალანჩივაძემ მიულოცეს.

საღამოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს