მერია: ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 1 264 219 ლარს შეადგენს.

პარალელურად, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში, შიდა საუბნო გზაზე, ასევე მიმდინარეობს ასფალტო ბეტონის დაგების პროცესი.

სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.