წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა. “ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე,...
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა
სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე, მუნიციალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საბჭოს წევრებს, შშმ პირთა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების შემფასებელი კომისიის დებულება გააცნო. მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, შშმ პირების შესაძლებლობების განვითარებისა...
სენაკში „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრისა და საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მეწარმეებს, ფერმერებს,...
ისულასა და თაყაიშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ისულასა და ქალაქად, თაყაიშვილის ქუჩაზე, ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სოფელ ისულაში ეწყობა 250 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით - 62 357 ლარი; თაყაიშვილის ქუჩაზე კი - 130 გრძივი მეტრი სანიაღვრე მოეწყობა. პროექტის ღირებულება 28 674 ლარს შეადგენს. სანიაღვრე სისტემის მოწყობის...
სენაკის მერმა გიორგი ქვარცხავას და მის მწვრთელ-მასწავლებელს უმასპინძლა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვლთან ერთად, სენაკელ ფალავანს, გიორგი ქვარცხავას და მის მწვრთელ-მასწავლებელს, რამაზ კოკაიას შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, წარმატებულ სპორტსმენს და მის მწვრთელს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვიცე-ჩემპიონის ტიტული მიულოცა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სენაკელ...
მერია: სენაკის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა საუბნო გზის 300 მეტრ მონაკვეთზე ცემენტობეტონის საფარი მოეწყო. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეს ადგილი - სასაფლაომდე მისასვლელი გზა - პრობლემური და გადასაადგილებლად რთული მონაკვეთი გახლდათ. მოსახლეობა ითხოვდა პრობლემის მოგვარებას და შესაბამისად შედეგიც სახეზეა. დასრულებული სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია,...
ყოფილი 139-ე პროფტექნიკური სასწავლებლიდან ახალსოფლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას კიდევ ერთი - ყოფილი 139-ე პროფტექნიკური სასწავლებლიდან ახალსოფლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის პროექტი შეემატა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 391 323 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ყოფილი 139-ე პროფტექნიკური სასწავლებლიდან ახალსოფლისკენ მიმავალი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყო. უწყების ცნობით,...
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია....
ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. “მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის...
სენაკში რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა და რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას. საომარ მოქმედებებს სენაკში მცხოვრები 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ბატალიონის მებრძოლები: ლევან თეფანია და თემურ ბოკუჩავა; ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 მოქალაქე: მეირა ინჯგია,...