სენაკის საბავშვო და ბაგა-ბაღისთვის, შეძენილ იქნა სხვადასხვა ინვენტარი

  • ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღისთვის, შეძენილ იქნა: საბავშვო წიგნები, სათამაშოები, ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრები – საერთო ღირებულებით – 27 707 ლარი.

მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად, საბავშვო და ბაგა-ბაღებს შეძენილი ნივთები და ტექნიკა გადასცა.

სენაკის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების N1, N2, N3, ნოქალაქევის საბავშვო ბაღების და N3 ბაგა-ბაღისთვის, ასევე შეძენილ იქნა ფორტეპიანოები, საერთო ღირებულებით – 9 750 ლარი.