დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების შემდეგ, პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსახლეობა კეთილმოწყობილი, განახლებული გზით ისარგებლებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 397 286 ლარს შეადგენს, ადგილობრივი...
საოდიშარიოს უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საოდიშარიოს უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 359 565 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.
სენაკში საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები, 7 თებერვლიდან დაიწყება
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები, 7 თებერვლიდან დაიწყება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპროექტო წინადადებების მიღება შეწყდება შესაბამის დასახლებაში, დასახლების საერთო კრების ან მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვის თარიღამდე, სამი დღით ადრე. სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები...
დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...
ტურიზმის ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, მიმდინარეობს დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის პირველი, მეორე და მესამე სართულების, სხვადასხვა სივრცეების რეაბილიტაცია. ეწყობა ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, იგეგმება საკონცერტო დარბაზის სკამების ახლით შეცვლა. რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 279 977 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში განხორციელდა...
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრები 7-დან 14 თებერვლის ჩათვლით გაიმართება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სტიქიის შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარება, ზარალის შედეგების შესწავლისა და აღმოფხვრისთვის მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო 15-ვე...
სენაკში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს
სენაკში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება. სენაკი ცენტრში ორი საათიდან ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი იმართება,...
გამოქვეყნდა იმ მედიკამენტების სია, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...
დღეს, სენაკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკში, ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი...