არნოლდ ჩიქობავა სენაკელების სასახელო შვილია

არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა ჩვენი თანამემამულეა, სენაკელების ერთ-ერთი სასახელო შვილი. ვიკიპედია ამბობს, რომ „არნოლდ ჩიქობავა-ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 1898 წელს სოფ. საჩიქობავოში (სენაკის მუნიციპალიტეტი). 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო...

პირველი მარტიდან მუზეუმები და ბიბლიოთეკები იხსნება

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.