არნოლდ ჩიქობავა სენაკელების სასახელო შვილია

  • არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა ჩვენი თანამემამულეა, სენაკელების ერთ-ერთი სასახელო შვილი. ვიკიპედია ამბობს, რომ „არნოლდ ჩიქობავა-ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 1898 წელს სოფ. საჩიქობავოში (სენაკის მუნიციპალიტეტი).

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1926-1933 წლებში იყო თსუ-ის დოცენტი, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-1960 წლებში განაგებდა თსუ-ს კავკასიოლოგიის კათედარას. 1929 წელს მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმეტესობამ არაფერი იცის არნოლდ ჩიქობავას შესახებ, თუმცა შედარებით ასაკოვანი ადამიანები მასზე დიდი სითბოთი და სიამაყით ყვებიან და გვეუბნებიან, რომ ბატონი არნოლდი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს სენაკის ისტორიაში.

არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმი სოფელ ძველ სენაკში მდებარეობს.

მუზეუმი 1988 წელს დაარსდა. მასში დაცულია არნოლდ ჩიქობავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, მემორიალური ნივთები, წერილები, ნაშრომები, ფოტო და დოკუმენტური მასალაები. სულ 250 ექსპონანტი.

მუზეუმის ზედამხედველი  გულად ჩიქობავა გვეუბნება, რომ მუზეუმის სანახავად ხშირად დადიან სკოლის მოსწავლეები სენაკიდან და მარტვილიდან. ზოგიერთმა მათგანმა ცოტა რამ თუ იცის მუზეუმისა და ბატონი არნოლდის შესახებო. მუზეუმის დირექტორმა ისიც გვითხრა, რომ სენკის მერიამ სრულად გაიყვანა მუზეუმამდე მისასვლელი გზა. მნახველებს შეუძლიათ შეუფერხებლად მისვლა და დათვალიერება, რაც ხელს შეუწყობს ახალი თაობის წარმომადგენლებმაც, სხვებთან ერთად, მეტი ინტერესი გამოიჩინონ დიდი ქართველი მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმიო.

მარიამ შათირიშვილი