სენაკში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალური სამსახურების მიერ მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები. დაზიანდა გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი. აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრილია და მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროსადენები სრულად გამოვიდა მწყობრიდან, ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ძლიერმა...

სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშუტო ტაქსს დაეცა

სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშუტო ტაქსს დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხდა გზების გახსნა. ასევე დაზიანდა ბუნებრივია აირის მილები.

სენაკის თეატრში “მაკნატუნას” პრემიერა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპექტაკლი „მაკნატუნა” დაიდგა. პრემიერას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა; მხატვარი - ალექსანდრე სლავინსკი; მხატვარ-შემსრულებლები - ემილ გეგენავა და მალხაზ კორთხონჯია; სიმღერების ავტორი და...