სენაკის თეატრში “მაკნატუნას” პრემიერა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპექტაკლი „მაკნატუნა” დაიდგა. პრემიერას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა; მხატვარი – ალექსანდრე სლავინსკი; მხატვარ-შემსრულებლები – ემილ გეგენავა და მალხაზ კორთხონჯია; სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი – კოტე მალანია; კოსტიუმების მხატვარი – სოფი ჩალაშვილი; კოსტიუმების შემსრულებლები – რუსუდან კიკნაძე და მაგდა მამასახლისი; ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი; ტექნიკური რეჟისორი – მაია ფირცხალავა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: თენგიზ თოფურიძე, თამარ აბშილავა, ლადო კოკაია, სოფი ჩალაშვილი, ტარიელ ზურაბაშვილი, ინგა ცირამუა, ელგუჯა ნოდარიძე, ეკა კოღუა, ლალი გაბელაია, ჯამბულ ჭანტურია, ზურაბ ზურაბაშვილი, გოჩა დამენია, ზვიად ზურაბაშვილი, ამირან მალანია, რაულ კიკალეიშვილი, ცოტნე კაცია, მარიამ შონია, ბარბარე საჯაია, ლიკა გრიგოლია, მანუჩარ დგებუაძე, ანდრია ქიტიაშვილი, გიორგი მურუსიძე, რომა ტყებუჩავა.

სპექტაკლ „მაკნატუნას” აკაკი ხორავას სახელობის თეატრი მაყურებლებს 12, 13 და 14 იანვარს წარუდგენს.