სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშუტო ტაქსს დაეცა

  • სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშუტო ტაქსს დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხდა გზების გახსნა.

ასევე დაზიანდა ბუნებრივია აირის მილები.