სენაკის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

  • ძლიერმა ქარმა სენაკის მუნიციპალიტეტში დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.

ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში.