რიტუალებს და ქართულ ტრადიციებს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

  • „ბატონების“ რიტუალს, რთველის ტრადიციას, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციასა და მესხურ სამზარეულოს – კერძოდ, აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.