“მზიანი ღამე”

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღები, მხატვრული კომპოზიციით – ,,მზიანი ღამე“ აღნიშნა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, იოანე (გამრეკელი), ეპარქიის სასულიერო პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.